ცნობილია «იუვენტუსში» ალვარო მორატას ხელფასის ოდენობა

ცნობილია «იუვენტუსში» ალვარო მორატას ხელფასის ოდენობა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ნოკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის «ატლეტიკოს» ფორვარდი ალვარო მორატა «ტურინის იუვენტუსში» გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანელი მოიერიშე «იუვენტუსში» 7,5 მილიონ ევროს მიიღებს ერთ სეზონში. ხსენებულ თანხაში ბონუსებიც იგულისხმება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერის განხორციელებისთვის ალვარო მორატამ ხელფასის დაკლებაზეც კი განაცხადა თანხმობა.


შეგახსენებთ, რომ 27-წლის თავდამსხმელი იტალიური გრანდის ღირსებას 2014 - 2016 წლებში იცავდა. «ტურინის იუვენტუსის» ფორმით გამართულ 93 შეხვედრაში 27 გოლის გატანა და 18 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.