ნოვაკ ჯოკოვიჩი: «რაფაელ ნადალი როლან გაროსის ფავორიტია»

«მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში ნადალი დამარცხდა, ვფიქრობ, რომ მისი მიღწევების გათვალისწინებით და გამოსვლების ისტორიიდან გამომდინარე, როლან გაროსის ტურნირის მთავარი ფავორიტი სწორედ ისაა. შეუძლებელია მის წინ ვინმე დააყენო».
«რათქმაუნდა, დიეგო შვარცმანმა დაგვანახა, რომ ნადალიდ დამარცხება გრუნტზე შეიძლება».
«იმედი არ მექნება, რომ რაფა აუცილებლად ფინალში გავა (იცინის). მე მხოლოდ შემიძლია ჩემი თავის იმედი მქონდეს, რომ ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებ. სავარაუდოდ, ნადალი ის ჩოგბურთელია, რომელსაც როლან გაროსის ტურნირის ფინალში გასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს და არა მხოლოდ აქ საფრანგეთში, არამედ ნებისმიერ ტურნირში», - ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.