«მანჩესტერ იუნაიტედი» უსმან დემბელეს შეძენით ინტერესდება

«მანჩესტერ იუნაიტედი» უსმან დემბელეს შეძენით ინტერესდება გამოცემა Daily Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მანჩესტერ იუნაიტედი» კატალონიის «ბარსელონას» 23-წლის ფრანგი შემტევი გარემარბით, უსმან დემბელეს, შეძენით ინტერესდება.

Daily Record-ი იტყობინება, რომ წითელი ეშმაკები ფრანგი ნახევარმცველის 1 წლით იჯარის წესით გაფორმებას ეცდებიან.

უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი კატალონიის «ბარსელონასთან» 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. 23-წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანური გრანდის რიგებში 2017 წლიდან ირიცხება. კატალონიელებმა დორტმუნდს დემბელეს სატრანსფერო უფლებებისთვის €138 მილიონი ევრო გადაუხადეს.

transfermarkt-ის ინფორმაციით უსმან დემბელეს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 56 მილიონი ევროსა.

23-წლის ფრანგი მოედანზე 2019 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა ტრავმის გამო. 2019/20 წლების სეზონში «ბარსელონას» შემადგენლობაში ჯამში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის ავტორი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.