ოფიციალურად: არტურო ვიდალი მილანის "ინტერის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: არტურო ვიდალი მილანის "ინტერის" ფეხბურთელია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მილანის "ინტერმა" არტურო ვიდალის კატალონიის "ბარსელონადან" ტრანსფერი დაადასტურა.

კონტრაქტის ხანგრძლივობა და გარიგების პირობები არ გახმაურებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერისათვის "ნერაძური" მხოლოდ 1 მილიონ ევროს გადაიხდის. მედიის ცნობით, ვიდალის წლიური ანაზღაურება, პრემიების გამოკლებით, 6 მილიონი ევრო იქნება,

ხელშეკრულება 2022 წლამდე გაფორმდება. კონტრაქტში ასევე მოცემულია ეგრედ წოდებული გახანგრძლივების ოფციაც.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.