«მანჩესტერ იუნაიტედი» კრის სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს

«მანჩესტერ იუნაიტედი» კრის სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს გამოცემა Calcio Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «რომა» «მანჩესტერ იუნაიტედის» 30 წლის ინგლისელი ცენტრალური მცველის, კრის სმოლინგის, შეძენით არის დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 30-წლის მცველმა უკვე შეატყობინა «მანჩესტერ იუნაიტედის» ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილის შესახებ ინფორმაცია. Calcio Mercato იტყობინება, რომ წითელი ეშმაკები 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან კრის სმოლინგს.

Calcio Mercato-ს ინფორმაციით ტრანსფერში ეკონომიის გასაკეთებლად კრის სმოლინგი მზადაა ხელფასის დაკლებასაც დათანხმდეს.

transfermarkt-ის ინფორმაციით ინგლისელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. კრის სმოლინგს მოქმედი კონტრაქტი «მანჩესტერ იუნაიტედთან» 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.