ბეილის აგენტი: გულშემატკივრების საქციელი სამარცხვინო იყო...

ბეილის აგენტი: გულშემატკივრების საქციელი სამარცხვინო იყო... "ტოტენჰემის" ნახევარმცველის გარეტ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მისი კლიენტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ესპანურ გრანდში სათანადოდ არ ექცეოდნენ.

”დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, პრობლემები არ შეგვექმნება. "ტოტენჰემი" არის ის კლუბი, სადაც ბეილს ასპარეზობა სურს. პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, თუ მას აქ დარჩენა კიდევ უფრო მეტხანს მოუნდება. იმედი მაქვს, მადრიდის "რეალში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. ის "ტოტენჰემში" წარმატებას მიაღწევს, თუ მისი სურვილი იქნება აქ დარჩენა, მაშინ ამის მოგვარება მარტივად შეიძლება."

"იმედი მაქვს, ბეილი დაიბრუნებს თამაშისადმი სიყვარულს და საუკეთესო ფეხბურთს შემოგვთავაზებს. ეს ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ის აქ ასე უბრალოდ არ იმყოფება. ბეილმა უცხო ქვეყანაში უფრო მეტს მიაღწია ვიდრე ნებისმიერმა სხვა ბრიტანელმა ფეხბურთელმა, ასე რომ იგი წესრიგშია. ჩემი აზრით, მადრიდის "რეალში" მას ისე არ ექცეოდნენ, როგორც საჭირო იყო. მან უამრავი რამ გაიღო ხსენებული გუნდისთვის. ვფიქრობ, ზოგი რამ არასწორი იყო."

"მე მჯერა, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც კლუბში ამდენს მიაღწია, იქ შვიდი წელი გაატარა... იგი უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა. არ მსურს ვინმე დავადანაშაულო და არც ვაპირებ ამაში ჩართვას. ვფიქრობ, გულშემატკივრების საქციელი სამარცხვინო იყო (მადრიდულ გუნდში ქომაგებმა ბეილი წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად აღიარეს) და კლუბმა სათანადო მხარდაჭერა არ გამოხატა."
-ციტირებს აგენტის სიტყვებს გამოცემა ВВС.

გარეტ ბეილის სატრანსფერო უფლებები კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია. "ტოტენჰემის" რიგებში უელსელი შემტევი არენდის ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობს. მან ბრიტანულ გუნდში 1 წელი უნდა გაატაროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.