Daily Mail: "ლივერპული" კილიან მბაპეს უმიზნებს

პრესაში გაჟღერებული ცნობით, კილიან მბაპემ "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილის შესახებ უკვე განუცხადა. წყარო მიუთითებს, რომ ახალგაზრდა შემტევს საკუთარი კარიერის გაგრძელება ესპანეთში ან ინგლისში სურს.
კილიან მბაპე, ფრანგული კლუბის რიგებში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 145 მილიონი ევრო შეადგინა. მისი მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. გასულ სეზონში მბაპე ლიგა 1 ტურნირზე 18 გატანილი გოლით და 5 ასისტით გამოირჩა. ხსენებულ ტურნირში ფეხბურთელმა სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Liverpool 'are in regular contact with Kylian Mbappe over a stunning move next summer' https://t.co/d0IqNMrRF4
— MailOnline Sport (@MailSport) September 22, 2020