ალვარო მორატა ტურინშია

27-წლის ფორვარდს უკვე დიდი ხანია «ტურინის იუვენტუსს» უკავშირებდნენ, თუმცა პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალვარო მორატა «ტურინის იუვენტუსთან» 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ 27-წლის თავდამსხმელი იტალიური გრანდის ღირსებას 2014 - 2016 წლებში იცავდა. «ტურინის იუვენტუსის» ფორმით გამართულ 93 შეხვედრაში 27 გოლის გატანა და 18 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.
ტურინელებთან ერთად ალვარო მორატამ ჯამში 5 ტიტული მოიპოვა.
#JMedical. Ora. 👍 @AlvaroMorata pic.twitter.com/NdHk2pPxEr
— JuventusFC (@juventusfc) September 22, 2020