«მანჩესტერ იუნაიტედმა» სანჩოს ალტერნატივა იპოვა

წყაროს ცნობით მანკუნიანელები 29 წლის ბრაზილიელში ჯეიდონ სანჩოს შემცვლელს ხედავენ, რომლის გაშვებას «დორტმუნდის» ბორუსია არ აპირებს.
20 წლის სანჩოს მოქმედი კონტრაქტი ბორუსიელებთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ამ მომენტისთვის წარმოშობით ინგლისელი განაპირა შემტევის სატრანსფერო ფასი 117 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა გერმანული კლუბი ახალგაზრდა ტალანტის გაშვებას არ აპირებს.
ამრიგად, წითელი ეშმაკებისთვის დუგლას კოშტა იდეალური ალტერნატივა გახდა. გასულ სეზონში 29 წლის ბრაზილიელმა ბებერი ქალბატონის რიგებში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლისა და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორიც გახდა.
დუგლას კოშტას მიმდინარე სატრანსფერო ფასი 24 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელს იუვესთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.