აბდელ-აზიზი: «ხამზატი მაკგრეგორს უბრალოდ მოკლავს»

აბდელ-აზიზი: «ხამზატი მაკგრეგორს უბრალოდ მოკლავს» ჩეჩენი მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევის, მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი TMZ Sports-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ხამზატისა და UFC-ს ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდებიან ჩიმაევი ირლანდიელს უბრალოდ მოკლავს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ხამზატმა ერთდროულად სამი მებრძოლი გამოიწვია ოქტაგონში: ნეიტ დიასი, ხორხე მასვიდალი და კონორ მაკგრეგორი. ირლანდიელმა ტვიერზე გამოქვეყნებული პოსტიდან უმალვე თანხმობა განაცხადა.

ხამზატისთვის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ მებრძოლებს არ ვეძებ. კონორ მაკგრეგორი ფისქიკურად შეშლილია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, თუმცა ხამზატი მას მოკლავს. ის ნამდვილად მოკლავს მას», - ალი აბდელ-აზიზის სიტყვებს ციტირებს TMZ Sports.

ხამზატი ნეიტ დიასსა და მასვიდალსაც გაანადგურებს. ეს ბიჭები ცოტა უფროსები არიან, ისინი უკვე ვეტერანებად ითვლებიან, დიდებული მებრძოლები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩიმაევისთვის ისინი შესაფერისი მეტოქეები იქნებიან», - დაასრულა კომენტარი აბდელ-აზიზმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.