პეპ გვარდიოლა: «გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო»

პეპ გვარდიოლა: «გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო» ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში «ვულვერჰემპტონთან» გამარჯვების შემდეგ (3:1) «მანჩესტერ სიტის» მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედაქალაქელებმა კარგად ითამაშეს.

კარგი მატჩი იყო. ვიცით, ეს რაოდენ რთული იყო. პერიოდი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და უკანასკნელი ორი კვირის სიტუაცია ნამდვილად რთული გამოდგა», - ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს BBC.

მთლიანობაში გარკვეულ მომენტებში სირთულეების მოლოდინი მაქვს, თუმცა დღეს შეხვედრას ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. ყველა მზად იყო და კარგად ვითამაშეთ. სეზონის ასე დაწყება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გახლდათ», - დაასრულა კომენტარი ესპანელმა სპეციალისტმა.

პრემიერ ლიგის მე-3 ტურში მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე ლესტერს უმასპინძლებს, შეხვედრა 27 სექტემბერს თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.