სინიშა მიხაილოვიჩი: მათ ზლატანი ჰყავთ, ჩვენ - არა

”თამაში საკმაოდ დაბალანსებული იყო. ალბათ, საკმარისად არ გვჯეროდა საკუთარი თავის, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იმუშავეს. ორი მართლაც ძალიან სახიფათო მომენტი გვქონდა. "მილანს" იბრაჰიმოვიჩი ჰყავს, ჩვენ - არა. ყველაფერი რაც "მილანმა" შექმნა, ეს ზლატანის გავლით ხდებოდა, ამიტომ მის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემმა გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.
ჩვენ "ბოლონია" ვართ, ესკი "მილანია". რა თქმა უნდა, ასეთ თამაშებში არის პერიოდები, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის წნეხს უნდა გაუმკლავდე. "მილანი" საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ თამაშის ბოლო 15 წუთში ჩვენ ზეწოლას ვახდენდით" - ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Sky Sport Italia.
A great start to the season! Read all about #MilanBologna in the Match Report 👉 https://t.co/5llBYg8sxg
— AC Milan (@acmilan) September 21, 2020
Una vittoria per iniziare il campionato al meglio. Leggi il Match Report della prima di #SerieATIM 👉 https://t.co/lz4fgOj6CJ#SempreMilan pic.twitter.com/QT1EdrRTMD