ბილი დონოვანმა «ინდიანასთან» გასაუბრება გაიარა

ბილი დონოვანმა «ინდიანასთან» გასაუბრება გაიარა «ინდიანას» ხელმძღვანელობა განაგრძობს მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე მუშაობას. The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პეისერსის» მესვეურებს ბილი დონოვანთან გასაუბრება ჰქონდათ.

The Athletic-ი იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯამში 12 პოტენციურ კანდიდატს უნდა გაესაუბროს «ინდიანას» ხელმძღვანელობა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის პირველ რაუნდში «მაიამისთან» 0-4 კატასტროფული მარცხის შემდეგ «პეისერსმა» მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნეით მაკმილანი გაათავისუფლეს.

The Athletic-ის ინფორმაციით ბილი დონოვანი «ფილადელფიის» მთავარ მწვრთნელადაც მოიაზრება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.