ზლატანი: ბენჯამინ ბატონს ვგავარ - დავიბადე მოხუცი და ვკვდები ახალგაზრდა

”კარგ ფორმაში ვარ. მუშაობას ვაგრძელებ, ეს სეზონის მეორე ოფიციალური მატჩი იყო. ჩვენ მოვიგეთ. მე კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შემეძლო. 20 წლის რომ ვყოფილიყავი, კიდევ ორ გოლს გავიტანდი. არ ვარ ხანდაზმული. ბენჯამინ ბატონს ვგავარ - დავიბადე მოხუცი და ვკვდები ახალგაზრდა. სერიოზულდ, რომ ვისაუბრო გუნდმა კარგად იმუშავა. ჯერჯერობით, ჩვენ ასი პროცენტით მზად არ ვართ და შესაბამისად, უამრავი შეცდომაც დავუშვით, როგორც წესი მსგავს შეცდომებს არ ვუშვებთ, მიუხედავად ამისა ეს კარგი დასაწყისია” - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოცემა Sky Sport Italia.
შემდეგ ტურში "მილანი" "კროტონეს" დაუპირისპირდება. მატჩი 27 სექტემბერს გაიმართება. 28 სექტემბერს "ბოლონია" საშინაო კედლებში "პარმასთან" გამართავს პაექრობას.
A lot of @Ibra_official in tonight's key stats, read all about them 👉 https://t.co/a4zbnDFazI
— AC Milan (@acmilan) September 21, 2020
Ibra ma non solo: scopri i numeri prodotti dal 2-0 di San Siro 👉 https://t.co/8o3jvUn1GR#SempreMilan #MilanBologna pic.twitter.com/3XUU3lvyWr