ვინ გახდება «ჩიკაგოს» მთავარი მწვრთნელი?!

ვინ გახდება «ჩიკაგოს» მთავარი მწვრთნელი?! The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ჩიკაგოს» მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის კანდიდატების სია 4 პოტენციურ კანდიდატამდე დაიყვანეს. ამ მომენტისთვის «ბულზი» პოტენციურ მწვრთნელებთან გასაუბრებას ატარებს.

The Athletic იტყობინება, რომ «ჩიკაგოს» ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა უეს ანსელდ-უმცროსთან, აიმ უდოკოსთან, დერვინ ჰემთანა და კენი ეტკინსონთან გასაუბრებით.

«ფილადელფიას» მთავარი მწვრთნელის ასისტენტი უდოკა თავიდან ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ანსელდ-უმცროსმა («დენვერი») გაცილებით მეტი სიმპატია დაიმსახურა.

ამრიგად «ბულზს» ოთხი შესაძლო კანდიდატიდან მოუწევს არჩევანის გაკეთება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.